ახალციხის მაზრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ახალციხის მაზრა – ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ძველ საქართველოში, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, ადმინისტრაციული ცენტრი – ახალციხე. მოიცავდა ამჟამინდელ ადიგენის, ახალციხისა და ნაწილობრივ ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. 1840 და 1867 წლებში შედიდოდა თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში, რომელსაც 1874 წელს გამოეყო ახალქალაქის მაზრა.