აუცილებელი და საკმარისი პირობები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აუცილებელი და საკმარისი პირობები – მათემატიკაში რაიმე დებულების მართებულობის პირობები. A დებულების მართებულობის აუცილებელი პირობები ისეთი პირობებია, რომელთა შეუსრულებლობლობისას A დებულება სწორი არ იქნება; ხოლო A დებულების მართებულობის საკმარისი პირობები კი ისეთი პირობებია, რომელთა შესრულებისას A დებულება სწორია.
ხშირად გამონათქვამი „აუცილებელი და საკმარისი პირობა“ შეცვლილია გამონათქვამით – „მაშინ და მხოლოდ მაშინ“ ან „იმ და მხოლოდ იმ შემთხვევაში“ აუცილებელ და საკმარის პირობას გააჩნია დიდი შემეცნებითი თვისება.