ანგარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანგარი

ანგარი – (ფრანგ. hangar ფარდული) სპეციალური დახურული ნაგებობა თვითმფრინავების სადგომად და შესანახად, აგრეთვე მიმდინარე რემონტისა და საექსპლუატაციო მომსახურების ჩასატარებლად. დანიშნულებისა და გამოყენების ხარისხის მიხედვით არსებობს სტაციონალური (მუდმივად მოქმედი აეროდრომებისთვის) და დროებითი (დროებითად მოქმედი აეროდრომებისთვის). ანგარი ძირითად სასარგებლო ფართობს განსაზღვრავს თვითმფრინავის ტიპი, გაბარიტები და რაოდენობა, აგრეთვე თვითმფრინავის ანგარში მექანიზებული შესაყვანი და გამოსაყვანი მოწყობილობები (საწევარი, ამწე, პლატფორმა). გეგმაში კონფიგურაციის მიხედვით ანგარი შეიძლება იყოს მართკუთხა (ყველაზე გავრცელებული), მრავალკუთხა, წრიული და ჯვრისმაგვარი ფორმის. სიმაღლე სინათლეში დამოკიდებულია თვითმფრინავის და მისი გადაადგილებისათვის გამოყენებული ურიკის (საწევარის) სიმაღლეზე, მალი კი – თვითმფრინავის ფრთათაშორის განზე, თვითმფრინავების განლაგების სქემაზე, ტექნოლოგიური მოწყობილობების განთავსებაზე და სხვ. ანგართმშენებლობაში ძირითადად გამოიყენება კამარისებრი, ჩარჩოსებრი და სივრცითი მზიდი კონსტრუქციები მალით 50-150 მ. კონსტრუქციების მასალად უპირატესობა ენიჭება ლითონს და დაწებებულ მერქანს, თად რკინაბეტონსა და ვანტურ გადახურვებს. ნგარში სასურველია იყოს ინტენსიური ბუნებრივი განათება (კედლების ზედა ნაწილებიდან, გადახურვებიდან, ფრონტონებიდან). შესასვლელი ჭიშკარი, როგორც წესი, კეთდება ორფრთიანი გასაწევ-გამოსაწევი ჰორიზონტალურ სწორ ლითონის მიმმართველებზე (საგორავი, საკისარი), რომელიც გამოირჩევა სიმარტივითა და მუშაობაში მაღალი საიმედოობით (არსებობს მრუდწირულ მიმმართველებზე მოძრავი ჭიშკრებიც). ნგარის ჭიშკარი აუცილებელია იღებოდეს და იკეტებოდეს ავტომატურად. ჭიშკრის ფრთა გათბუნებულია ანგარში სითბოს შენარჩუნების მიზნით. ჭიშკრის გაღების დროს, ზამთრის პირობებში, ცივი ჰაერის მოდინებისაგან დასაცავად, ღიობის ზედა ნაწილიდან უბერავს ცხელი ჰაერის ჭავლი (ჰაერის ფარდა), რომელიც გარე ჰაერს საშუალებას არ აძლევს გავრცელდეს საწარმოს შიგა სივრცეში. ანგარს აქვს საკუთარი კავშირგაბმულობის, კონტროლის, დაცვის, სატელევიზიო, ელექტრო და ხმამაღლამოლაპარაკე სისტემები, აგრეთვე საწარმოო და საყოფაცხოვრებო კომუნიკაციები.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები