ამოზნექილობა და ჩაზნექილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამოზნექილობა და ჩაზნექილობა – y=f(x) ფუნქციის გრაფიკის თვისება წერტილში.

წირს ეწოდება ამოზნექილი ზევით (ან ჩაზნექილი ქვევით) მოცემულ წერტილში, თუ ამ წერტილის მომცველ რკალზე მოიძებნება ისეთი უბანი, რომელიც მოიცავს ამ წერტილს და განლაგებულია მხების ქვემოთ (მხების ზემოთ).

წირს ეწოდება ჩაზნექილი ზევით (ან ამოზნექილი ქვევით) მოცემულ წერტილში, თუ ამ წერტილის მომცველ რკალზე მოიძებნება ისეთი უბანი, რომელიც მოიცავს ამ წერტილს და განლაგებულია მხების ზემოთ (მხების ქვემოთ).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები