ალბანური ენა (კავკასიის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალბანური ენაკავკასიის ალბანელთა ენა. ალბანეთი (ბერძნ. albania, ქართ. „ალვანეთი“ და „ჰერეთი“, სომხ. „აღვანქ“), ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო ამიერკავკასიაში. მოიცავდა დასავლეთ კასპიისპირეთის (ახლანდ. აზერბაიჯანისა და დაღესტნის სამხრეთი ნაწილი) ტერიტორიებს. ისტორიულ წყაროებში შემონახული ცნობები ადასტურებენ მის არსებობას უკვე ძვ. წ. IV საუკუნეში. ახ. წ. XI საუკუნეში ალბანეთის სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა.

ტრადიციულად ალბანელების უშუალო მემკვიდრეებად მიჩნეული არიან უდიები. ამ მოსაზრებას ადასტურებს ენობრივი მონაცემებიც. სპეციალისტების ხელთ არსებული მასალის მიხედვით, ალბანურსა და უდიურს ბევრი საერთო აქვთ ლექსიკასა და გრამატიკაში. განსაკუთრებით ხელშესახებია ალბანური ენისა და უდიურის ფონემურ სისტემათა მსგავსება: ფონემათა რაოდენობა, ფონემურ სისტემაში შიშინათა ორი რიგის არსებობა, ფარინგალიზებულ ფონემათა (ხმოვანთა) სიმრავლე. ალბანური ტექსტის სტატისტიკური ანალიზი ავლენს ალბანური და უდიური ტექსტების ფონემურ სტრუქტურათა თითქმის სრულ იდენტურობას.

გ. თოფურია


იხილე აგრეთვე

ალბანური დამწერლობა

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები