ირანი
ირანი - (Iran - ირანის ისლამური რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. მისი ჩრდილოეთ მონაკვეთი გადის კასპიის ზღვაზე, სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთი – ინდოეთის ოკეანის სპარსეთისა და ომანის ყურეებში.
ფართობი 1648 ათ. კმ2.
მოსახლეობა 75 მლნ. კაცი (2012), აქედან 65% - სპარსელები, 18% - აზერბაიჯანელები, ასევე - ქურთები, არაბები, თურქმენები და სხვა.
ოფიციალური ენა – სპარსული.
დედაქალაქი - ქ. თეირანი.
ადმინისტრაციულად იყოფა 27 ოსტანად (პროვინცია). სახელმწიფოს უმაღლესი ოფიციალური პირი ქვეყნის მეთაურის შემდეგ (ქვეყნის სულიერი ლიდერი) არის პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანოა ისლამის საბჭოს კრება (მეჯლისი, ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – პრეზიდენტი და მთავრობა.
ირანი აზიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახელმწიფოა. ისლამური რესპუბლიკა გამოცხადდა 1979 წლის 1 აპრილს, ანტიმონარქისტული რევოლუციის შედეგად.
ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგებია: ნავთობის მოპოვება და ნავთობგადასამუშავებელი მრეწველობა. სუსტადაა განვითარებული სამხედრო მრეწველობა.
მთავარი საზღვაო პორტები: ჰარკი, ბენდერ-მაჰშაპრი, ბენდერ-აბასი, ორმუზი, აბადანი.
საერთაშორისო აეროპორტებია: თეირანი, შირაზი, ზაჰედანი, აბადანი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 523 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 350 ათ., სამხედრო-საზღვაო 18 ათ და სამხედრო-საჰაერო ძალები 35 ათ., "ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის" ძალები 120 ათ. გასამხედროებული ფორმირება "ბასიჯი" (სახალხო ლაშქარი) –300 ათ. კაცი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.