ღაჯია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:40, 13 ოქტომბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ღაჯია - საცერულის სახეობა. გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, უკანასკნელ დრომდე შემოინახა ხევსურეთმა.
ღაჯია შედგება სამმაგად ერთიმეორეზე დაკავშირებული თითბრის რგოლებისაგან, თითოეული რგოლი ცალკეა ჩამოსხმული, რგოლის ქვემო ნაწილში აქვს აშია, ხოლო ზემოთ წაწვერილი კბილები (5-დან 10მ-მდე). რგოლების კბილები უსწორმასწოროდ არიან განლაგებულნი, რათა მოწინააღმდეგეს დარტყმისას მეტი ზიანი მიაყენოს. რგოლებს კბილებთან აქვს მხრები, აშიის ზედაპირს ხშირად ამკობენ ორნამენტებით.
ლიტერატურა
გ. ჩიტაია, ხევსურული საცერული, შრომები ტ. II, 2000. მ.ქ.