საცერული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საცერული (ხევს.) - ხევსურული საცერული ზოგადი სახელია იმ საბრძოლო იარაღისა, რომელიც ბეჭდის სახითაა წარმოდგენილი და ხელის ცერზე წამოსაგებადაა განკუთვნილი. ხევსურები საცერულს უბეში ინახავდნენ, ისინი ამ იარაღს მაშინ აამოქმედებდნენ, როდესაც სხვა იარაღი თან არჰქონდათ. ასეთ მდგომარეობაში ხევსური მაშინ იმყოფებოდა, როდესაც ლხინის წინ მას დიაცები იარაღს ჩამოართმევდნენ და ის უბეში დაფარული საცერულის ამარად რჩებოდა. არსებობს საცერულის რამდენიმე სახეობა - „ღაჯია“, „მაღალი აფთარი“, „ხერხულა“, „წისქვილა“ და სხვა.
ლიტერატურა
გ. ჩიტაია, ხევსურული საცერული, შრომები, ტII, 2000. მ.ქ.