სკირონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:08, 7 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სკირონი(ბერძნ.) ავაზაკი, რომელიც მეგარას შემოგარენში ცხოვრობდა. პელოფსის (ან პოსეიდონის) ძე.

მეგარას შესასვლელთან ციცაბო კლდეები იყო აღმართული. მათ ძირში ერთმანეთს ეხეთქებოდნენ ზღვის ზვირთები. ერთ-ერთი კლდის თხემზე დაედო ბინა ავაზაკ სკირონს, რომელიც გამვლელებს იჭერდა და აიძულებდა მისთვის ფეხები დაებანათ. როგორც კი მგზავრი დაიხრებოდა, ბოროტი ავაზაკი ფეხს აუქნევდა და თავის მსხვერპლს ზღვის ზვირთებში ისროდა. იქ ჩავადრნილს კი შემზარავი კუ ელოდა, რომელიც უმალ ნთქავდა საბრალოს.

სკირონი მოკლა თესევსმა და ამ მოვლენის აღსანიშნავად, ერთ-ერთი მითოსის თანახმად, დააწესა ისთმოსური ასპარეზობანი.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები