ისთმოსური თამაშები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოსეიდონი (სხვა ვერსიით -ზევსი). ბრინჯაო. დაახლოებით ძვ. წ. 470 წელი. ათენი, არქელოგიური მუზეუმი

ისთმოსური თამაშები, ისთმიები(ბერძნ.) ათლეტური, კომპლექსური შეჯიბრება ძველ საბერძნეთში - ერთერთი ოთხი პანელინური თამაშებიდან.პოსეიდონისადმი მიძღვნილი ზეიმი. იმართებოდა უძველესი დროიდან, თავდაპირველად ჰქონდა ლოკალური მნიშვნელობა. ძვ. წ. 582-750 წლებში, რეორგანიზაციის შემდეგ ისთმიურმა თამაშებმა პანელინური ხასიათი შეიძინა. ტარდებოდა 2 წელიწადში ერთხელ, ოლიმპიური თამაშების ყოველ მე-2 და მე-4 წელს.

გადმოცემათა თანახმად, ისთმიები ინოს ძე მელიკერტესის სამგლოვიარო თამაშებიდან იღებს დასაბამს. სხვა ვერსიით, ეს ზეიმი დაუწესებია თესევსს სინისზე (თუ სკირონზე) გამარჯვების აღსანიშნავად და პოსეიდონის პატივსადებად. მითოსის ამ ვერსიით შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომ იყვნენ ათენელები აღმატებულად პატივდებულნი ამ ზეიმზე (თესევსი ხომ ათენის მეფე იყო).

ისთმოსურ ზეიმებზე იმართებოდა როგორც სპორტული, ასევე მუსიკალური და პოეტური აგონები. გამარჯვებული ნიახურების (ან ფიჭვის) გვირგვინს იღებდა ჯილდოდ. ზოგიერთ ბერძნულ ტომს არ ეძლეოდა უფლება მონაწილეობა მიეღო ამ თამაშებში. ისთმიების დროს გამოცხადებული „წმინდა მშვიდობის“ კანონი არ სრულდებოდა ისეთივე სიმკაცრით, როგორც ოლიმპიურ ზეიმებზე. ისთმიებს თავდაპირველად კორინთო ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც ეს ქალაქი რომაელებმა დაარბიეს, ზეიმების მოწყობა დაევალა სიკიონს. ქრისტიანობის გამარჯვებისთანავე ისთმოსურმა ასპარეზობებმა შეწყვიტეს არსებობა.

ანტიკურობის შემდგომდროინდელ ლიტერატურაში ისთმოსური ზეიმები აღწერა შილერმა თავის ბალადაში „იბიკოსის წეროები“.

ისთმოსური თამაშები ძვ.წ 146 წლამდე იმართებოდა, სანამ რომაელებმა კორინთო არ დაანგრიეს. ისთმიური თამაშები საბოლოოდ აკრძალა რომის იმპერატორმა თეოდოსიოს პირველმა (346-395 წწ.), როგორც წარმართული რიტუალი.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები