საერთაშორისო დავის მშვიდობიანი გადაწყვეტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:57, 21 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო დავის მშვიდობიანი გადაწყვეტასაერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომლის შესაბამისად სახელმწიფოებს შორის უთანხმოებები და დავა უნდა წყდებოდეს მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით. პრინციპი ავალდებულებს ყველა სახელმწიფოს უთანხმოებების ან დავის წარმოშობისას არ მიმართოს ძალას და ძალის გამოყენების მუქარას. თავი შეიკავოს ყოველგვარი მოქმედებისგან, რომელმაც შეიძლება გაამწვავოს ვითარება.

საერთაშორისო დავის მშვიდობიანი გადაწყვეტის პრინციპი პირველად ჩამოყალიბდა პარიზის 1928 წლის ხელშეკრულებაში, რომელიც ითვალისწინებდა საშინაო და საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებისას უარის თქმას იარაღის გამოყენებაზე. ომის შემდგომ პერიოდში ეს პრინციპი დამკვიდრდა გაეროს წესდებით. გაეროს წესდების შესაბამისად, სახელმწიფოებს შორის მეგობრობის, ურთიერთობის და თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დეკლარაციით; ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის თათბირის დოკუმენტებით. გაეროს მანილის (1982) დეკლარაციით საერთაშორისო დავის გადაჭრა უნდა ეფუძვნებოდეს სახელმწიფოების სუვენერულ თანასწორობას და მათ უფლებას, თავისუფლად აირჩიონ დავის მშვიდობიანი გადაწყვეტის საშუალებები. მათ განეკუთვნება: მხარეებს შორის მოლაპარაკებები, კონსულტაციები, გამოკვლევა, შერიგება, კეთილი მომსახურება, შუამავლობა, საერთაშორისო არბიტრაჟი, სასამართლო გარჩევა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები