მსოფლიო ომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:53, 20 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მსოფლიო ომი - გლობალური ხასიათისა და მასშტაბის საერთაშორისო წინააღმდეგობების სამხედრო ძალადობის გამოყენებით გადაწყვეტის ფორმა.
მის არსს შეადგენს მსოფლიოს პოლიტიკურ-სამართლებრივი მოწყობის და განვითარების საერთო გეზის, ხოლო საბოლოო ანგარიშით – კაცობრიობის ცივილიზაციის მომავლის საკითხი.
ნიშნებს, რომლებიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს საომარი შეტაკება როგორც მსოფლიო ომი, წარმოადგენს:
- სახელმწიფოების კოალიციების დაპირისპირება;
- მსოფლიოს ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩართვა, პრაქტიკულად ყველა დიდი სახელმწიფოს უშუალო მონაწილეობა;
- მოპირისპირე მხარეების პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნების ხასიათი;
- საომარი მოქმედებების წარმოება უდიდეს ტერიტორიაზე, რომელიც სხვადასხვა კონტინენტზე და მსოფლიო ოკეანის აკვატორიებში საომარი მოქმედებების მრავალ თეატრს მოიცავს;
- სტრატეგიული ოპერაციების, ოპერაციების და სხვა საბრძოლო მოქმედებების მასშტაბურობა და ინტენსივობა დიდი დამანგრეველი ძალის იარაღის და სამხედრო ტექნიკის მაქსიმალური გამოყენების პირობებში.