მეხაზეები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:36, 16 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მეხაზეები – სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც აღლუმის ან სამწყობრო დათვალიერების წინ გამოყოფენ სამხედრო ნაწილების დაწყობის ადგილების, აგრეთვე ჯარების საზეიმო მარშით გავლის ხაზსა და ქვედანაყოფებს შორის დისტანციების მოსანიშნად. გარდა ამისა ისინი აღლუმის ბოლოს სამხედრო ორკესტრთან ერთად გადიან საზეიმო მარშით.