ქვედანაყოფი (სამხედრო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:23, 6 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქვედანაყოფი (სამხედრო) – სამხედრო ფორმირება, რომელსაც აქვს მუდმივი ორგანიზაცია და ერთგვაროვანი შემადგენლობა. შედის უფრო მსხვილ ქვედანაყოფებში ან სამხედრო ნაწილებში.
ქვედანაყოფებს განეკუთვნება:
- ბატალიონი,
- დივიზიონი,
- ესკადრილია,
- ასეული,
- ბატარეა,
- რგოლი,
- ხომალდის საბრძოლო ნაწილი,
- ოცეული,
- ათეული,
- გათვლა,
- ეკიპაჟი და სხვა.
ქვედანაყოფის ორგანიზაციული სტრუქტურა, რიცხოვნობა და შეიარაღება მათი დანიშნულების შესაბამისად განისაზღვრება შტატებითა და ტაბელებით;