პაპუა-ახალი გვინეა
პაპუა-ახალი გვინეა (Papua New Guinea – პაპუა-ახალი გვინეას დამოუკიდებელი შტატები) – სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით. უჭირავს კუნძულ ახალი გვინეის აღმოსავლეთი ნაწილი, ბისმარკის არქიპელაგი, სოლომონის კუნძულების ჩრდილოეთი მხარე და სხვა.
ფართობი – 462,8 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 6,8 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ინგლისური.
დედაქალაქი – ქ. პორტ-მორსბი.
ადმინისტრაციულად იყოფა 19 პროვინციად და დედაქალაქის ოლქად. არის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი. სახელმწიფოს მეთაურია დიდი ბრიტანეთის მონარქი, წარმოდგენილი გენერალ-გუბერნატორით. საკანონმდებლო ორგანოა ეროვნული პარლამენტი, აღმასრულებელი – მთავრობა. დამოუკიდებელობა გამოცხადდა 1975 წლის 16 სექტემბრს.
პაპუა-ახალი გვინეა აგრარული ქვეყანაა, მოჰყავთ ქოქოსის კაკალი, ყავა და კაკაო. აწარმოებს კაუჩუკს.
ძირითადი პორტი და საერთაშორისო აეროპორტი – პორტ-მორსბი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 3,1 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 2,5 ათ., სამხედრო-საჰაერო 0,2 ათ და სამხედრო საზღვაო 0,4 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.