მხარდაჭერის ძალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მხარდაჭერის ძალები
1. შეიარაღებული ძალების სახეობების, ჯარების გვარეობებისა და სპეციალური ჯარების ქვედანაყოფები, ნაწილები და შენაერთები, რომლებიც ზემდგომი უფროსის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებიან და განკუთვნილი არიან საერთო-საჯარისო ქვედანაყოფების ნაწილების, შენაერთების გასაძლიერებლად.
მართვის ცენტრალიზაციის ხარისხის კვალობაზე მხარდაჭერის ძალები ახორციელებენ ზოგად ან უშუალო მხარდაჭერას.
2. II ეშელონის საერთო-საჯარისო ნაწილები, რომლებიც შეტევაში ასრულებენ I ეშელონის ნაწილების ძალვის ზრდის ამოცანებს. ისინი ანადგურებენ გარშემორტყმულ საყრდენ პუნქტებს, უზრუნველყოფენ ფლანგებს და ხელს უწყობენ შეტევის ტემპის გაძლიერებას.