მონღოლთა დაპყრობები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მონღოლთა დაპყრობები - მონღოლ ფეოდალთა ლაშქრობები და ომები აზიისა და ევროპის ხალხების წინააღმდეგ XIII საუკუნეში. დაიწყო 1206 წლის შემდეგ, როდესაც სრულიად მონღოლთა მბრძანებლად აირჩიეს ჩინგიზ-ყაენი. მან დაიპყრო მთელი ცენტრალური აზია, სამხრეთ ციმბირი და ჩრდილოეთ ჩინეთი. მისი მემკვიდრეების დროს დამორჩილებულ იქნა ჩინეთის დანარჩენი ნაწილი, კორეა, ირანი, ერაყი, მცირე აზია, კავკასია, აღმოსავლეთ ევროპა რუსეთის ჩათვლით და ბევრი სხვა ქვეყანა.
მონღოლთა ჯარებმა მიაღწიეს აღმოსავლეთში იაპონიის კუნძულებს, დასავლეთში – ადრიატიკის ზღვას, სამხრეთში – არაბეთის უდაბნოებსა და ზონდის კუნძულებს.