მექანიზებული ხიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:10, 1 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მექანიზებული ხიდი – ტაბელური სამხედრო ხიდის სახეობა. დამონტაჟებულია სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლის დანიშნულებაა ხიდის ტრანსპორტირება, დაბრკოლებაზე გადება და ისევ ტრანსპორტირებად მდგომარეობაში გადაყვანა. არსებობს სატანკო ხიდგამდები, რომელიც შედგება ხიდური კონსტრუქციისაგან და ძარად გამოყენებულია ტანკი და მძიმე მექანიზებული ხიდი, რომელშიც შედის ერთი ტიპის ხიდგამდებები, დამონტაჟებული მაღალი გამავლობის დიდი ტვირთამწეობის ავტომობილებზე.