მართვის მოშლა (სამხედრო ტერმინი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მართვის მოშლა – ჯარების (ძალების), იარაღის და სამხედრო ტექნიკის მართვის ორგანოებისა და ტექნიკური საშუალებების ფუნქციონირების შესაძლებლობის არსებითი შემცირება ან სრული შეწყვეტა მათ მიერ საბრძოლო, საცეცხლე და სხვა ამოცანების შესრულებისას.
მართვის მოშლას აღწევენ მოწინააღმდეგის ჯარების (ძალების) და იარაღის, უწინარეს ყოვლისა, მისი მართვის პუნქტების და კავშირგაბმულობის კვანძების მართვის სისტემების დაზიანების და ჩახშობის გზით.