კრეისერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:38, 24 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კრეისერი - (ჰოლანდიური kruiser < kriusen - ზღვაზე ცურვა), წყალზედა საბრძოლო ხომალდი, რომლის დანიშნულებაა ბრძოლა მოწინააღმდეგის ფლოტის მსუბუქ ძალებთან, საბრძოლო ხომალდების შენაერთების და ბადრაგის დაცვა, საზღვაო დესანტის გადასხმის უზრუნველყოფა, სახმელეთო ჯარების ზღვისპირა ფლანგებისათვის ცეცხლით მხარდაჭერა, სანაღმე ღობურების დაყენება და სხვა საბრძოლო ამოცანების შესრულება.

კრეისერი პირველად ააგეს დიდ ბრიტანეთში. სხვადასხვა სახელმწიფოს ფლოტებში გაჩნდა სარაკეტო, საჰაერო თავდაცვაში, ნავსაწინააღმდეგო და სხვა კრეისერები.

თანამედროვე კრეისერის მთავარი იარაღია კუთხვილლულიანი (102-203მმ კალიბრის) არტილერია და სარაკეტო კომპლექსები. ამასთან, კრეისერი შეიარაღებულია საზენიტო არტილერიით, ტორპედოებით და ნაღმებით, უმრავლესობა აღჭურვილია 1-2 მსუბუქი თვითმფრინავით ან ვერტმფრენით.

კრეისერის ძირითადი ზომებია:

  • სიგრძე 200-220 მ-მდე,
  • სიგანე 20-23მ,
  • წყალშიგი 8 მ-მდე.
  • წყალწყვა 7-იდან 30 ათ. ტ-მდე.
  • სვლის სიჩქარე - 30-35 კვანძი (55-65კმ/სთ).

კრეისერის ეკიპაჟი 600-დან 1300 კაცამდეა.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები