გადაჭერის სადგური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:31, 19 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გადაჭერის სადგური - გამანადგურებლის საბორტო მოწყობილობის კომპლექსი საჰაერო მიზნების აღმოჩენისთვის, ამოცნობისა და ავტომატური თანხლებისთვის. ასევე შეიარაღების გამოყენებისთვის მონაცემების გამოსამუშავებლად და მიზანთან მისაახლოებლად მანევრის უზრუნველსაყოფად. გადაჭერის სადგურის საფუძველია საბორტო რადიოსარელეო სადგური და სამიზნებელი მოწყობილობა (ოპტიკური, ოპტიკურ-ელექტრონული).