ამოცნობა (სამხედრო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამოცნობა (სამხედრო) - აღმოჩენილი ობიექტის (ჯარების, საფრენი აპარატის, ხომალდის და სხვა) სახეობის, მისი სახელმწიფოებრივი და უწყებრივი კუთვნილების დადგენა.
ხორციელდება ვიზუალურად ან სპეციალური რადიო-ელექტრონული სისტემების მეშვეობით. შეიძლება განხორციელდეს ამოსაცნობ ობიექტთან რადიოკავშირის საშუალებით, ხოლო ზღვაზე – ჰიდროაკუსტიკური საშუალებების გამოყენებით.