სუნ-ძი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:04, 15 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სუნ-ძი - სუნ-უ - ძვ.წ. VI–V საუკუნეების ჩინელი მხედართმთავარი და სამხედრო თეორეტიკოსი. ავტორი ტრაქტატისა სამხედრო ხელოვნების შესახებ, რომელშიც გადმოცემულია მისი შეხედულებები სტრატეგიასა და ტაქტიკაზე; ასევე ნაჩვენებია კავშირი ომსა და პოლიტიკას შორის და განსაზღვრულია გამარჯვების უმნიშვნელოვანესი ფაქტორები.