(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
სტილეტი (იტალიური - stileto), მჩხვლეტავი იარაღი თხელი, ბასრი, მოკლე 3 ან 4 წახნაგიანი პირით და ჯვრისებრი სახელურით. ზოგიერთ სტილეტს აქვს ამოსაგდები პირები.
სტილეტი გაჩნდა დასავლეთ ევროპაში შუა საუკუნეებში როგორც იარაღი, რომლითაც შესაძლებელი იყო აბჯრიანი მოწინააღმდეგის დაზიანება.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი