ტრინიდადი და ტობაგო
ტრინიდადი და ტობაგო - (Trinidad and Tobago – ტრინადადისა და ტობაგოს რესპუბლიკა), სახელმწიფო კარიბის ზღვის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ტრინიდადის, ტობაგოს და 5 სხვა კუნძულზე.
ფართობი - 5,1 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 1,3 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალურიენა – ინგლისური.
დედაქალაქი - ქ.პორტ-ოვ-სპეინი.
ადმინისტრაციულად იყოფა 9 საგრაფოდ. შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი, აღმასრულებელი – მთავრობა.
დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1962 წელს.
ტრინიდადი და ტობაგო ეკონომიკურად კარიბის აუზის ქვეყნების ერთ-ერთი განვითარებული სახელმწიფოა. ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ნავთობმოპოვება და ნავთობგადამუშავება. განვითარებულია სოფლის მეურნეობა და საერთაშორისო ტურიზმი.
საზღვაო პორტებია:პორტ-ოვ-სპეინი, პუენტ-ა-პიერი, პოინტ-ფორტინი, სკარბორო.
საერთაშორისო აეროპორტი- პიაკრო (პორტ-ოვ-სპეინი).
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 4 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 3 ათ. და სანაპირო დაცვა 1 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.