რაქშასები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:07, 10 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რაქშასები – (ინდ.) კაციჭამია დემონური არსებანი, ასურების, ღმერთებისა და ადამიანების მტრები; ცალთვალანი, სამთავიანები, რქადასხმულნი ღამით ედევნებიან ადამიანებს და აშინებენ, დღისით მსხვერპლშეწირვაში უშლიან ხელს; ხანდახან სასტიკ ცხოველებად და ფრთოსნებად ეცხადებიან. ბრაჰმამ ისინი პირველქმნილი წყლების მცველებად დააყენა და საცხოვრებლად კუნძული ლანკა მისცა, სადაც მათ ღვთაებრივმა ხუროთმოძღვარმა ვიშვაკარმანმა ოქროსგალავნიანი ქალაქი აუშენა. სწორედ აქედან ესხმოდნენ თავს ისინი ასურებს, ღმერთებს და ადამიანებს, ვიდრე გარუდაზე ამხედრებულმა ვიშნუმ არ განდევნა ისინი ქალაქიდან და ქვესკნელში არ ჩაყარა.