გარუდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გარუდა

გარუდა(ინდ.) ბუმბერაზი არწივი, რომელიც ვინატას დადებული მეორე კვერცხიდან გამოიჩეკა.

მას უნდა გაეთავისუფლებინა დედა მონობისგან და ეჟლიტა გველები. მან თავისი ნისკარტით გამოტეხა კვერცხი და მყისვე გაემართა ცისკენ საზრდოს საშოვრად. მისმა ფრთებმა მზის ნათელიც კი დაფარა, რამაც შეაშფოთა ღმერთები. გარუდას მთავარი ღვაწლია უკვდავების სასმელის, ამრიტას მოპოვება.

გარუდა გამოხატულია ადამიანის მკერდით, არწივის თავით, ფრთებითა და კლანჭებით. მისი ორეულია ირანული სიმურღი.







წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები