ექიდნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:15, 29 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ექიდნა – (ბერძნ.) შემზარავი დემონი, ნახევრადქალი-ნახევრადგველი, ტარტაროსის და გეას ასული.
ექიდნასა და ტიფონის შეუღლების შემდეგ გაჩნდნენ საშინელი ურჩხულები: ქიმერა, კერბეროსი, ლერნეს ჰიდრა, ნემეას ლომი, სფინქსი, ორთროსი. ექიდნას ადგილსამყოფელად ითვლებოდა ჰადესი, სკვითია ანდა მღვიმე კილიკიაში. გვიანდელი მითოსის თანახმად, ექიდნას ჰერაკლესაგან ეყოლა სამი ძე. ერთ-ერთმა მათგანმა, სკვითოსმა, სკვითების მოდგმას დაუდო სათავე. ექიდნა ძილში მოკლა მრავალთავა ბუმბერაზმა არგუსმა.
გადატანითი მნიშვნელობით ექიდნას ბოროტ არსებაზე იტყვიან. „ექიდნას-ღიმილი“ – ბოროტი, მზაკვრული ღიმილის გაგებით იხმარება თანამედროვე მეტყველებაში.