ნემეას ლომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰერაკლეს ბრძოლა ნემეას ლოთან
ამფორას ფერწერა (ძვ. წ. 520 წ.), ბრიტანეთის მუზეუმი

ნემეას ლომი(ბერძნ.) შემზარავი ცხოველი, რომელიც არგოლისის ქალაქ ნემეას მახლობლად ბინადრობდა. ქოფაკ ორთროსისა და ექიდნას ნაშიერი, რომლის რვალივით კანი ისხლიტავდა ისარს თუ მახვილს.

ეს მძვინვარე ლომი უმოწყალოდ აჩანაგებდა არგოლისს. მას შიშით ვერავინ ეკარებოდა. მხოლოდ გმირმა ჰერაკლემ შეძლო მასთან შერკინება. ჯერ არაადამიანური დარტყმით გააბრუა იგი, შემდეგ მკლავებში მოიმწყვდია და მოახრჩო. ეს ჰერაკლეს მიერ აღსრულებული პირველი გმირობა იყო. გამარჯვების აღსანიშნავად მან დააწესა ნემეური ასპარეზობები, თავად კი მუდამ ამ ლომის ტყავი ჰქონდა მოსხმული. ასე წარმოსახავდნენ მას ანტიკური ხანის მხატვრებიცა და მოქანდაკენიც.







წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები