ნემეური თამაშები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნემეა. ზევსის ტაძარი. ძვ. წ. 330-320 წლები

ნემეური თამაშები – პანელინური კომპლექსური ასპარეზობა. ტარდებოდა 4 წელიწადში ერთხელ, ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წლით ადრე. პირველად გაიმართა ძვ.წ. 573 წელს ფილოუსსა და კლეონეას შორის მდებარე ნემეის ველზე. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, თამაშები დააფუძნა ჰერაკლემ ნემეის საზარელი ლომის დამარცხების შემდეგ. სხვა ცნობით, მისი წარმოშობა უკავშირდება დაკრძალვის რიტუალზე თამაშების გამართვის უძველეს ტრადიციას. გამარჯვებულებს ამკობდნენ ნიახურისგან დაწნული გვირგვინით (ეს მცენარე სამგლოვიარო რიტუალს უკავშირდება). ოლიმპიური თამაშების მსგავსად, ნემეური თამაშებიც ზევსს ეძღვნებოდა და მის სადიდებლად იმართებოდა. პროგრამაში შედიოდა სტადიონი (სირბილი ერთ სტადიაზე), დოლიხოდრომი (სირბილი გრძელ დისტანციაზე - 7-დან 20 სტადიამდე), ჭიდაობა, პანკრატიონი, პენტატლონი, ჰიპიოსი (სირბილი 4 სტადიაზე აბჯრით) და ეტლებით რბოლა. ნემეური თამაშები პანელინურ თამაშებს შორის მნიშვნელობით ბოლო ადგილზე იყო.





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები