ფონტენბლოს ხელშეკრულება 1814

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:13, 23 აგვისტო 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაპოლეონი ხელს აწერს თავის გადადგომას ფონტენბლოში. ფრანსუა ბუშე, 1843, საფრანგეთის ისტორიის მუზეუმი (ვერსალი)

ფონტენბლოს ხელშეკრულება 1814 – [მე-6 ანტიფრანგული კოალიციის მონაწილეებს (რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, პრუსია, შვედეთი და ავსტრია) და ნაპოლეონ I-ს შორის];

ხელი მოაწერეს 30.III (11.IV).1814 ფონტენბლოში (პარიზის მახლობლად). ხელშეკრულება განსაზღვრავდა იმპერატორისა და მისი ოჯახის მდგომარეობას (ტახტიდან გადადგომის შემდეგ). ნაპოლეონი ინარჩუნებდა იმპერატორის ტიტულს და ღებულობდა სუვერენულ უფლებებს კუნძულ ელბაზე, ასევე ყოველწლიურ რენტას 2 მლნ ფრანკის ოდენობით: მის მეუღლეს გადაეცა პარმის, პიაჩენცის და გვასალტოს საჰერცოგოები, რომლებსაც შემდეგ ნაპოლეონის ვაჟიშვილი მემკვიდრეობით მიიღებდა.





წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები