ექსპონენტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ექსპონენტა (იგივეა, რაც ექსპონენციალური ფუნქცია) – მაჩვენებლიანი ფუნქცია: y=ex. ასეც აღინიშნება y=expx. ზოგჯერ ექსპონენციალური ფუნქცია ეწოდება y=ax (a>0) ფუნქციასაც; იგი ასე აღინიშნება y=expax.
სიტყვა Exponent-ი ხარისხის მაჩვენებლისათვის შემოიღო შტიფელმა (1553). ლაიბნიცმა შემოიღო ტერმინი „ექსპონენციალური მრუდი“ („მაჩვენებლიანი მრუდი“), „ექსპონენციალური ფუნქცია“ (1679, 1692).