თრდატ რევის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:42, 9 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თრდატ რევის ძე – ქართლის მეფე IV საუკუნის 80-90-იან წლებში – ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“-ს თანახმად, ვარაზ-ბაქარის სიმამრი. იყო ჭკვიანი, ქრისტეს მოყვარული და კარგი დიპლომატი. „მეფობდა ესე თრდატ, მოხუცებული კეთილად“, - წერს მემატიანე. ააშენა ნეკრესის ეკლესია. თრდატმა სამეფო ტახტი დაიკავა, რადგან მის სიძეს დარჩა მცირეწლოვანი შვილები - ორი თრდატის ქალიშვილისაგან, ხოლო ერთი პირველი ცოლისაგან, სახელად ფარსმან, რომელსაც სამშვილდის ერისთავი ზრდიდა.

ბაკურ თრდატის ძე - ქართლის მეფე „მოქცევაი ქართლისაი“-ს მიხედვით, „მან განაახლა არმაზნი სპარსთა შიშისათვის“, ააშენა ბოლნისის სიონი.

ბაკური – ბიზანტიელი ავტორის იოანე რუფუსის (V ს.) „პეტრ იბერის ცხოვრების“ მიხედვით, პეტრე იბერის პაპა დედის მხრიდან. აქ დასახელებულია ქართლის პირველ ქრისტიან მეფედ. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს ვერსია შემდეგ უნდა იყოს შეთხზული ბაკურის შვილიშვილის, პეტრე იბერის, განდიდების მიზნით (ივ. ჯავახიშვილი ამ ცნობას იზიარებ) ბაკურის დროს ქართლი ირანზე იყო დამოკიდებული და თვითონ იგი ირანის ჯარების სარდლად ითვლებოდა.

თრდატ რევის ძის მეფობის დათარიღება:

ვახუშტი 393-405 წ; ვ. გიოლაძე 383-395 წ; გ. მელიქიშვილი ბაკურ თრდატის ძეს და იოანე რეფუსის ბაკურს აიგივებს მის მეფობას ათარიღებს IV ს. 80-90 წ. ამ მოსაზრებას იზიარებდა ლ. ჯანაშია, ა. ბოგვერაძის აზრით იოანე რეფუსის ბაკური მეფობდა 400=410 წლებში, ფარსმანის შემდეგ).

წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები