ადეროკი
ადეროკი – ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. II საუკუნის I ნახევარში. მისი მეფობის წლების შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა: ვახუშტის მიაჩნია, რომ ადეროკი დაიბადა ძვ.წ. 30 წ. და მეფობდა ახ.წ.1-57 წწ-ში. იგი ემყარებოდა თვით „მეფეთა ცხოვრების“ ცნობას რომ ადეროკი 30 წლისა გამეფდა და იმეფა 57 წელი. ხოლო რაც შეეხება მისი გამეფების თარიღს, სწორედ იმ წელს იშვა იესო ქრისტე.
ახ.წ. I ს-ის I ნახ. მიაჩნია ადეროკის ზეობის ხანად ს. გორგაძესაც. (1-30).
პ. ინგოროყვა მის მეფობას ათარიღებს ძვ.წ. 27 -ახ.წ. 30 წწ-ით.
გ. მელიქიშვილის აზრით, ადერიკი მოღვაწეობდა ძვ.წ. IIს. დასაწყისში, ანალოგიურად ათარიღებს მის მეფობას ს. კაკაბაძე და გ. მამულია.
ლეონტი მროველის მიხედვით ადეროკს ჰყავდა ორი შვილი: არტომის და ქართამი, რომელთაც გაუყო სამეფო და მისი გარდაცვალების შემდეგ გამეფდა ორივე უფლისწული.
ქართლში ორმეფობის ხანა დაიწყო.