კოლაგი
კოლაგი – სოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. გურჯაანიდან 7 კმ.
სახელწოდება
ხალხური გადმოცემის მიხედვით კოლაგი „კაი ალაგი“-საგან გვქონია მიღებული: „ძმას მიუწერია ძმისთვის, ჩამოდი, ჩემთან იცხოვრე, ძალიან კაი ალაგიაო“. (გიორგი გომურაშვილი). ამგვარ ახსნას სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს. ჩვენი ფიქრით, კოლაგი, შესაძლებელია უკავშირდებოდეს ინგილოურში არსებულ ქულაგ-სიტყვას, რაც ქარს, („ქარიანი ადგილი“) ნიშნავს, ინგილოურში ეს სიტყვა აზერბაიჯანულიდან შესულა: ქულაქ („ქარი“): ორი ფარაფი ქულაგ („ორმხრივი ქარი“, „გამკრავი ქარი“). მაშასადამე, კოლაგი შეიძლება გავიაზროთ ქარიან ადგილად, „ადგილი, სადაც ხშირად ქრის ორმხრივი ქარი“. საყურადღებოა, რომ ვახუშტი ბატონიშვილს კოლაგი დადასტურებული აქვს როგორც კოლაქი.”