ტატანისი (სოფელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:46, 15 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტატანისი – სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, სვირის საკრებულოში, ახალციხის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1190-1300 მ სიმაღლეზე, ახალციხიდან 10 კმ-ზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 159, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება (97 %) – ქართველი (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.