თლილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:47, 4 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თლილი, (ღრმანი) – მთა ადიგენის მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, მდინარეების – ძინძესა (ქვაბლიანის მარჯვენა შენაკადი) და ღრმანისწყლის (ფოცხოვის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე, ზღვის დონიდან 2474.4 მ სიმაღლეზე.

გუმბათისებრი ფორმის მთაა და აგებულია ანდეზიტ-დაციტებით. მრავლადაა ქვაყრილები. შემოსილია სუბალპური მდელოებით. ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე გვხვდება ბუჩქნარები.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები