თლილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თლილი, (ღრმანი) – მთა ადიგენის მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, მდინარეების – ძინძესა (ქვაბლიანის მარჯვენა შენაკადი) და ღრმანისწყლის (ფოცხოვის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე, ზღვის დონიდან 2474.4 მ სიმაღლეზე.
გუმბათისებრი ფორმის მთაა და აგებულია ანდეზიტ-დაციტებით. მრავლადაა ქვაყრილები. შემოსილია სუბალპური მდელოებით. ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე გვხვდება ბუჩქნარები.