ბალანთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:16, 24 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბალანთა – სოფელი საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბალანთა, ჭიხარულა), ჯავახეთის ზეგანზე, ტაბაწყურის ტბის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ბარალეთის აუზში, ზღვის დონიდან 1800-1880 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან 70 კმ მანძილზე, საკრებულოს ცენტრი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.

მიდამოები უტყეოა.

მოსახლეობის რიცხოვნობა – 161. მათი უმრავლესობა (72 %) ქართველია, ცხოვრობენ სომხებიც (27 %) (2002).

მიკვლეულია ბრინჯაოს ხანის ლოდები, სამეურნეო იარაღები, ანტიკური პერიოდის ქამრის ბალთები, მარცვლეულის შესანახი ხაროები. კლდეზე გამოქვაბულთა კომპლექსია – ოქროს ქვაბები, სადაც პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. სახელწოდება მომდინარეობს საკუთარი სახელისაგან „ბალა”.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები