ყ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:46, 12 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ყ – ქართული ანბანის ოცდამეოთხე (ძვ. ქართული ანბანის ოცდამეშვიდე) ასო. მისი სახელია „ყარი“. გრაფიკული სიმბოლო უკანაენისმიერი გრძელი აბრუპტიული თანხმოვნისა, რომელიც ნაპრალოვნადაც შეიძლება წარმოითქვას და აფრიკატადაც. ასომთავრულში იწერებოდა Ⴗ. მისი მოხაზულობა ხაზისა და წრის კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. VIII ს-ში იგი თავგახსნილია. ნუსხური ⴗ კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივ გადახრილი. მხედრულში მომრგვალებული კონტურისაა. ნუსხურსა და მხედრულში ყ ქვედა სამ ხაზში იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რვაასს (800).