ტრანსპოზიცია (ლინგვისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:33, 25 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრანსპოზიცია – (ლათ. transposition, გადასმა), ერთი ენობრივი ფორმის გამოყენება სხვა ფორმის ფუნქციით. ფართო გაგებით ტრანსპოზიცია არის ნებისმიერი ენობრივი ფორმის გადატანით ხმარება, მაგ, დროის ტრანსპოზიცია – ზმნის ახლანდელი ან მომავალი დროის ფორმის გამოყენება წარსული დროის გაგებით, მაგ.: „ერთხელ მეც გადავდივარ ამ მესერზე და ჩამეჭედა შიგ ფეხსაცმელი“ (რ. ინანიშვილი); წინადადების ტიპის (ტრანსპოზიცია – კითხვითი წინადადების გამოყენება თხრობითი ან ბრძანებითი წინადადების მნიშვნელობით, მაგ., „ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები?“ (ა. წერეთელი).

ტერმინი ტრანსპოზიცია ასევე გამოიყენება მეტაფორის ან სხვა გადატანით ნახმარი სიტყვის გამოსახატავად. ვიწრო გაგებით ტრანსპოზიცია არის სიტყვის გადასვლა ერთი მეტყველების ნაწილიდან მეორეში – სრული,ანუ მორფოლოგიური ტრანსპოზიცია ან სიტყვის გამოყენება სხვა მეტყველების ნაწილის ფუნქციით – უსრული, ანუ სინტაქსური ტრანსპოზიცია. იმის მიხედვით, თუ რომელი მეტყველების ნაწილს ფუნქციით გვევლინება ესა თუ ის სიტყვა, გამოიყოფა ადვერბიალიზაცია, ადიექტივაცია, ვერბალიზაცია, სუბსტანტივაცია, პრონომინალიზაცია, სუბსტანტივაცია.

ტრანსპოზიცია ამდიდრებს ენის გამომსახველობით შესაძლებლობებს, აფართოებს სიტყვათშეხამების ფარგლებს, წარმოქმნის სინონიმებს.

ნ. ჭუმბურიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები