პალადიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:50, 23 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პალადიონის მოტაცება.
ამფორას ფერწერა (ძვ.წ. 490-480 წ.წ.), სტოკჰოლმის მუზეუმი

პალადიონი(ბერძნ.) იარაღასხმული ღვთაების ხისგან ნათალი ქანდაკება, რომელიც ქალაქის მფარველად ითვლებოდა. ძველ საბერძნეთში პალადიონები უპირველესად გამოსახავდნენ აპოლონს, აფროდიტეს, ყველაზე ხშირად კი ათენას. სწორედ ამ ქალღმერთის მეტსახელი „პალასი“ დაედო საფუძვლად იარაღასხმული ქანდაკების სახელწოდებას.

მითოლოგიაში ფართოდ არის ცნობილი ტროას პალადიონი, რომელიც ციდან ჩამოუგდო ზევსმა ამ ქალაქის ფუძემდებელ ილოსს (სხვა ვერსიით, იგი ზევსმა უბოძა დარდანოსს). ტროელებს სჯეროდათ, ვიდრე პალადიონი ქალაქში იყო, მტერი მათ ვერას დააკლებდა. ოდისევსისა და დიომედესის მოხერხებით, პალადიონი ქალაქიდან გაიტაცეს. გვიანი ხანის მითებში პალადიონის შემდგომი ბედი სხვადასხვაგვარად აისახა: ათენელი მითოგრაფოსები თვლიდნენ, რომ დიომედესსეს პალადიონი წაართვა ათენის მეფე დემოფონმა (თესევსისა და ფედრას ძემ, ტროას ომის მონაწილემ). არგოსელებს მიაჩნდათ, რომ იგი დიომედესმა არგოსში ჩაიტანა. რომაელებმა შეთხზეს ვერსია, თითქოს ტროაში ორი პალადიონი ყოფილა, მათგან ერთი საბერძნეთში მოხვედრილა, მეორე კი ენეასს იტალიაში ჩაუტანია. ანტიკურ ქალაქთა უმეტესობას თავისი პალადიონი ჰქონდა. ძველების რწმენით, მათ სასწაულმოქმედი ძალა გააჩნდათ და ამიტომ განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ.

რომში ეს ტერმინი „პალადიუმის“ ფორმით დამკვიდრდა. თანამედროვე სამყაროში მან მფარველის, საყრდენის, ბურჯის მნიშვნელობა მიიღო.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები