ომონიმები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:21, 8 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ომონიმები – (ბერძნ. homōnymos – თანამოსახელე), სხვადასხვა წარმოშობის ორი ან მეტი დამოუკიდებელი ლექსიკური ერთეული, რომელთა შორის სრული ბგერობრივი დამთხვევაა, მაგ: ბარი, ბალი, ხელი- ლექსიკონში ისინი დამოუკიდებელ ლექსიკურ ერთეულებად არის წარმოდგენილი (შესაბამისი ნუმერაციით), მაგ.: ბარ-ი1 – დაბლობი, ცაკიანი ადგილი… ბარ-ი2 – მობრტყო წვერმახვილი რკინის იარაღი… ბარ-ი3 –მტაცებელი ფრინველი შავარდნების ჯგუფისა… ბარ-ი4 – ერთგვარი რესტორანი… ბარ-ი5 – ატმოსფერული წნევის ერთეული… (ქეგლ).
ა. არაბული