შესაძლო გადაადგილება
შესაძლო გადაადგილება (ვირტუალური გადაადგილება)
ა) ნივთიერი წერტილის შესაძლო (ვირტუალური) გადაადგილება t დროის ფიქსირებული მომენტისათვის ეწოდება ყოველ უსასრულოდ მცირე δ გადაადგილებას, რომლის დროსაც არ ირღვევა წერტილზე დადებული ბმები.
ბ) ნივთიერ წერტილთა სისტემის შესაძლო გადაადგილება t დროის ფიქსირებული მომენტისათვის ეწოდება სისტემის წერტილების ყოველ უსასრულოდ მცირე გადაადგილებებს, რომლებიც არ არღვევენ სისტემაზე დადებულ ბმებს.
შესაძლო გადაადგილების ცნება არის წმინდა გეომეტრიული ცნება, რომელიც არაა დამოკიდებული მოქმედ ძალებზე და განისაზღვრება მხოლოდ სისტემაზე მოდებული ბმების სახით; იგი შემოაქვთ, როგორც ამ ბმების მახასიათებლები, რომლებიც გვიჩვენებენ მოდებული ბმების დროს რომელი გადაადგილება რჩება სისტემისათვის შესაძლო.
შესაძლო გადაადგილების ცნებით სარგებლობენ მექანიკური სისტემის წონასწორობისა და მოძრაობის განტოლებების განსაზღვრისას, აგრეთვე სისტემის თავისუფლების ხარისხის რიცხვის განსაზღვრისას.