შენახვის კანონები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:53, 2 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შენახვის კანონები – მუდმივობის კანონები - ფიზიკური კანონზომიერებანი, რომელთა თანახმად, ზოგიერთი ფიზიკური სიდიდის რიცხვითი მნიშვნელობები უცვლელი რჩება დროის განმავლობაში ნებისმიერ ან განსაზღვრული კლასის პროცესებში.

შენახვის იდეა თავდაპირველად წარმოიშვა, როგორც ფილოსოფიური ვარაუდი მუდმივად ცვალებად სამყაროში უცვლელის, სტაბილურის არსებობის შესახებ. ბუნებაში მიმდინარე განუწყვეტელ ცვალებადობაზე დაკვირვებამ წარმოშვა წარმოდგენა მატერიის მუდმივ მოძრაობაზე, როგორც მის უმნიშვნელოვანეს თვისებაზე (თალესი, ანაქსიმანდრე, ჰერაკლიტე, დემოკრიტე).

შენახვის კანონები მჭიდროდაა დაკავშირებული ფიზიკური სისტემის სიმეტრიის თვისებებთან. ეს ნიშნავს ფიზიკური კანონების ინვარიანტულობას მათში შემავალი სიდიდეების გარკვეული გარდაქმნების მიმართ, რაც განაპირობებს ისეთი ფიზიკური სიდიდის არსებობას, რომელიც ინახება.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები