თალესი მილეთელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თალესი მილეთელი (ძვ. წ. ≈625 – ≈547), ძველი საბერძნეთის მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, ვაჭარი და პოლიტიკური მოღვაწე, ნატურფილოსოფიის იონური სკოლის დამფუძნებელი; მან მათემატიკის განვითარებაში უდიდესი გარდატეხა მოახდინა იმით, რომ დაიწყო ლოგიკური დამტკიცებებს სისტემატური გამოყენება. თალესმა პირველმა დაიწყო გეომეტრიული თეორემებისა და წინადადებების დამტკიცება, რომელიც თალესამდე არ არსებობდა: ამით მან პრაქტიკული წესების კრებულიდან გეომეტრია გადააქცია ნამდვილ მეცნიერებად.

თალესმა დაამტკიცა, რომ ვერტიკალური კუთხეები ტოლია; დიამეტრი წრეს ორ ტოლ ნაწილად ყოფს; ტოლფერდა სამკუთხედი სიმეტრიულია წვეროსთან მდებარე კუთხის ბისექტრისის მიმართ და ფუძესთან მდებარე კუთხეები ტოლია; ორი სამკუთხედი ტოლია, თუ მათ აქვთ თითო ტოლი გვერდი და ამ გვერდთან მდებარე კუთხეებიც „ტოლია. მასვე ეკუთვნის „ცნობილი თალესის თეორემის დამტკიცება. თალესმა ძველი და წმინდა სწავლულობა გადააქცია კამათისა და მტკიცებების საგნად.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები