შედარება (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:06, 31 იანვარი 2024-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შედარება – ეწოდება ორ მთელი a და b რიცხვებს შორის ისეთ თანაფარდობას, როდესაც ორივე რიცხვის გაყოფა მთელ m რიცხვზე გვაძლევს ერთსა და იმავე ნაშთს; თუ ეს ნაშთი d-ს ტოლია, მაშინ a = km+d და b = lm+d. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რიცხვების სხვაობა a-b = (k – l)m იყოფა მოცემულ მთელ m რიცხვზე; m რიცხვს ეწოდება შედარების მოდული და ასე ჩაიწერება: a≡b(mod m); ასე იკითხება: a-b სხვაობა უნაშთოდ იყოფა m-ზე. მაგალითად, 2≡28(mod13).

შედარებას აქვს ტოლობის თვისებების მსგავსი ბევრი თვისება. მაგალითად, თუ a+b = c(mod m), მაშინ a = c – b (mod m); თუ a≡b(mod m) და c≡d(mod m), მაშინ a+c≡b + d (mod m), a - c≡b-d(mod m), ხოლო a c ≡b d (mod m) და ა. შ.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები