გოლდბახის პრობლემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გოლდბახის პრობლემა – მას ხშირად უწოდებენ გოლდბახ-ეილერის პრობლემას. ეს პრობლემა მდგომარეობს შემდეგ ჰიპოთეზაში: ყოველი კენტი რიცხვი, დაწყებული 7-დან, შეიძლება წარმოვადგინოთ, როგორც სამი მარტივი რიცხვის ჯამი, ხოლო ყოველი ლუწი რიცხვი, დაწყებული 4-დან, შეიძლება წარმოვადგინოთ, როგორც ორი მარტივი რიცხვის ჯამი.
ეს პრობლემა კენტი რიცხვებისათვის გამოთქვა პეტერბურგელმა აკადემიკოსმა ქრისტიან გოლდბახმა ეილერისადმი მიწერილ წერილში 1742 წელს; საპასუხო წერილში ეილერმა ეს პრობლემა გამოთქვა ლუწი რიცხვებისათვის.
გოლდბახის პრობლემის გადაწყვეტისადმი მიძღვნილია ვინოგრადოვის თეორემა.