ჰიპოთეზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიპოთეზა – (ბერძნ. Hypothesis – საფუძველი, ვარაუდი, დაშვება, thesis – დებულება) – მეცნიერული ვარაუდი, რომელიც წამოყენებულია რაიმე მოვლენის ასახსნელად და მოითხოვს ცდით შემოწმებას ან თეორიულ დასაბუთებას; ე.ი. ჰიპოთეზა არის რისამე საფუძველი – მიზეზი ან არსი; იგი არის მეცნიერული ძიებისა და ფაქტების ახსნის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა.

ძველი საბერძნეთის მათემატიკოსები (ევკლიდე, არქიმედე, პლატონი) იყენებდნენ hypothesis-ის ცნებას, რომელშიც გულისხმობდნენ გეომეტრიულ ფაქტს, რომელსაც იღებდნენ დამტკიცების დასაწყისში, ოღონდ მისი დასაბუთება ცხადი ხდება შემდგომ, დამტკიცების პროცესში.

XVII - XVIII საუკუნეებში ჰიპოთეზა გახდა მეცნიერული ძიებისა და ფაქტების ახსნის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა. თანამედროვე მეცნიერებაში ჰიპოთეზა გაგებულია როგორც ვარაუდი, რომლის მიზანია ახსნას გარკვეული ტიპის უკვე ცნობილი მოვლენები და იწინასწარმეტყველოს ახალი უცნობი ფაქტები. ჰიპოთეზა ალბათურია; მისი ჭეშმარიტება – მცდარობა უნდა დადგინდეს ემპირიული შემოწმებით. მომავალმა დაკვირვებებმა იგი შეიძლება დაადასტუროს ან არ დაადასტუროს. პირველ შემთხვევაში ჰიპოთეზა გადაიქცევა მეცნიერულ თეორიად, ხოლო მეორე შემთხვევაში იგი უარიყოფა ან ნაწილობრივ შეიცვლება. მეცნიერების განვითარება ჰიპოთეზის მუდმივი შემოწმების, გადასინჯვისა და შეცვლის პროცესია.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები