გეომეტრიული ადგილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:59, 25 დეკემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეომეტრიული ადგილი (წერტილებისა)სიბრტყის ან სივრცის ყველა იმ წერტილის (ზოგჯერ წირების) ერთობლიობა, რომლებსაც ახასიათებთ გარკვეული თვისება. მაგალითად, r - რადიუსიანი წრეწირი არის სიბრტყის ისეთი წერტილების გეომეტრიული ადგილი, რომლებიც r მანძილით არიან დაშორებული იმავე სიბრტყის გარკვეული წერტილიდან.

ბერძნები თვლიდნენ, რომ ამ ცნების განსაზღვრა მოგვცა პლატონმა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში ბერძენმა მათემატიკოსებმა ააგეს გეომეტრიული ადგილის ცნობილი თეორია და დაამუშავეს მისი გამოყენების მეთოდები.

ამჟამად ტერმინი „გეომეტრიული ადგილი“ მოძველებულია და იხმარება სახელწოდება – წერტილთა სიმრავლე (ან წირთა ერთობლიობა).



წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები